Belive

მანჩინი: ,,ბელგიის დონის ნაკრების დასამარცხებლად უნაკლოდ თამაშია საჭირო''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ბელგიასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,არ ვფიქრობ, რომ რომელიმე სათამაშო ასპექტში გაგვიჭირდა. ბელგიის დონის გუნდის დასამარცხებლად უნაკლოდ თამაშია საჭირო, დღეს სწორედ ეს მოხდა. ჩვენ ორი გოლი გავიტანეთ და მეტიც შეგვეძლო. მიმაჩნია, რომ მოგება აბსოლუტურად დამსახურებულია. შემდეგი მეტოქე ესპანეთის ნაკრებია, თუმცა რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო რთული ხდება. ახლა უბრალოდ გვინდა, რომ ამ მატჩზე და მის მოგებაზე ვიფიქროთ,'' - მანჩინის სიტყვებსს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ევრო 2020-ის მეოთხედფინალში იტალიამ ბელგიას 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი 6 ივლისს, ,,უემბლიზე” გაიმართება.

სხვა სტატიები