მანჩესტერ იუნაიტედის კიდევ ერთი ანტირეკორდი
მორიგი ანტირეკორდი - "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის ერთ სეზონში პირველად წააგო 15 მატჩი.
კლუბი აგრძელებს ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგის ჩვენებას. რუბენ ამორიმის მეთაურობით, გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში საშინელ თამაშებს აჩვენებს და მე-14 ადგილზეა. 33-ე ტურში "წითელი ეშმაკები" შინ "ვულვზთან" დამარცხდნენ, რითაც კლუბის ისტორია გადაწერეს. ეს არის პირველი შემთხვევა პრემიერლიგის ისტორიაში, როდესაც გუნდმა ერთ სეზონში 15 მარცხი განიცადა.
მანამდე ამაზე ცუდი შედეგი კლუბს პირველ დივიზიონში 1989/1990 წლებში ჰქონდა. მაშინ მანჩესტერ იუნაიტედმა 16 მარცხი განიცადა და მე-13 ადგილი დაიკავა, მათ 48 ქულა დააგროვეს.
აღსანიშნავია, რომ ვულვზთან მარცხი მე-8 იყო ოლდ ტრაფორდზე, 1962/63 წლების სეზონის შემდეგ მანჩესტერს საკუთარ მოედანზე, საკუთარ მოედანზე არ წაუგია.
რუბენ ამორიმმა მიანიშნა, რომ კლუბის მთავარი მიზანი ევროპის ლიგაზე წარმატებული სვლა იქნება. ამ ტურნირზე გამარჯვების შემთხვევაში, წითელი ეშმაკები მომავალ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად იასპარეზებენ.
8 - Manchester United have lost eight Premier League home games this season, their most defeats at Old Trafford in a league campaign since 1962-63 (9). Unfamiliar. pic.twitter.com/Ow5oZ8H9Gb
— OptaJoe (@OptaJoe) April 20, 2025