Belive

მანჩესტერის დამარცხების შემდეგ კლოპმა ტრადიციულ აღნიშვნაზე უარი თქვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ პრემიერ ლიგაში გამორჩეული მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები "ლივერპული" და "მანჩესტერი" დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა "წითელი ეშმაკების" განადგურებით დასრულდა. იურგენ კლოპის გუნდმა მეტოქე 7:0 დაამარცხა.

საფინალო სასტვენის შემდეგ, მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელმა ფანებს გამარჯვება მიულოცა, თუმცა, გერმანელმა სპეციალისტმა სამი ქულის მოპოვება ტრადიციულად არ აღნიშნა. კლოპს ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ მისი ასეთი საქციელი მეტოქის მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა.

ჟურნალისტი: ეს პატივისცემაა?

კლოპი: დიახ, 100%-ით.

"მანჩესტერის" დამარცხებით "ლივერპულმა" 42 ქულა დააგროვა და პრემიერლიგაში მე-5 ადგილს იკავებს. მერსისაიდელები მომდევნო შეხვედრას "ბორნმუთის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. აღნიშნული შეხვედრა 11 მარტს 16:30 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები