Belive

მანჩესტერი შესაძლოა არაბებმა იყიდონ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი გამოცემა  "METRO" სანდრო წყაროზე დაყრდნობით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, როგორც ტაბლოიდი იუწყება, ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა არაბმა შეიხებმა იყიდონ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეიხებს "წითელი ეშმაკების" საყიდლად, 3.8 მილიარდი ფუნტ სტერლინგი უკვე გამზადებული აქვთ და კლუბის შეძენას მიმდინარე სეზონის ბოლოს გეგმავენ. მოგეხსენებათ, ქალაქ მანჩესტერის მეორე გუნდი "სიტი", სწორედ არაბი შეიხების მფლობელობაშია და მათი მოსვლის შემდეგ საკმაოდ მოძლიერდა კიდეც.

სხვა სტატიები