Belive

მანჩესტერი ლონდონში წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
13 იანვარს, საღამოს 20:30 საათზე, ლონდონში დიდი პრემიერლიგური დაპირისპირება შედგება, ადგილობრივი "ტოტენჰემი" დროებით საშინაო მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება, რომელიც ინგლისის დედაქალაქში დიდი დანაკლისით ჩავიდა. "წითელი ეშმაკები" ლონდონს მატარებლით ეწვივნენ, თუმცა ჟურნალისტებმა გუნდთან ერთად ალექსის სანჩესი ვერ შენიშნეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩილელი ფეხბურთელი აღნიშნულ მატჩს, რომელშიც მის გუნდს 3 ქულა ჰაერივით სჭირდება გამოტოვებს. სანჩესმა ტრავმა, Fa Cup-ის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში მიიღო, სადაც მისმა გუნდმა "რედინგი" მატასა და ლუკაკუს გოლების წყალობით 2:0 დაამარცხა. "მანჩესტერ იუნაიტედი" სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, თუმცა მეოთხეადგილოსან "ჩელსის" 9 ქულით და 1 მატჩით ჩამორჩება, ეს ერთი მატჩი კი სწორედ კვირას შედგება, თუმცა სანჩესის მონაწილეობის გარეშე.

სხვა სტატიები