Belive

მანჩესტერი, იუვენტუსი, საფრანგეთი - რომელ გუნდს ჩაიბარებს ზიდანი?

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება სურს და ამასთან, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობა არ გამორიცხა. “სამწვრთნელო კარიერას მალე დავუბრუნდები - ეს ის პროფესიაა, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს და სფერო, რომელშიც მთელი ცხოვრება ჩართული ვარ“, - აღნიშნა ზიდანმა ესპანურ RTVE-სთან საუბრისას. ზიდანმა სამწვრთნელო კარიერა გამაოგნებელი წარმატებით დაიწყო - მისმა გაწვრთნილმა „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო. ასევე, მნიშვნელოვანია რომ მან გუნდი რაფაელ ბენიტესისგან ჩაიბარა - მწვრთნელისგან, რომელმაც უძლიერესი შემადგენლობით „ბარსელონასთან“ მატჩი 0:4 დათმო, ზიდანმა კი გუნდში მოსვლიდან რამდენიმე თვეში „კამპ ნოუზე“ კატალონიელები ანგარიშით 1:2 დაამარცხა.
ზიდანის ყოფილი თანაგუნდელის, კლოდ მაკელელეს განცხადებით, ზიდანის თამბრუდამხვევი წარმატება იმის მანიშნებელია, რომ მას ამჟამად „ნებისმიერ გუნდში შეუძლია წასვლა.“ ხშირად იწერებოდა, რომ ზიდანს საფრანგეთის ეროვნული ნაკრები უნდა ჩაებარებინა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, დიდიე დეშამმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. იტალიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ზიდანი მასიმილიანო ალეგრის შემცვლელი გახდება - მწვრთნელის, რომელიც გუნდს კარგად ათამაშებს, არის კარგი ტაქტიკოსი, მაგრამ ვერაფრით იგებს ჩემპიონთა ლიგის თასს. კიდევ ერთი გასათვალისწინებელი საკითხი - „იუვენტუსში“ კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, რომელსაც ზიდანი „რეალში“ ყოფნისას თვალდახუჭული ენდობოდა.   საერთო ჯამში, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ფრანგი სპეციალისტი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაიბარებს - გუნდს, რომელიც იმყოფებოდა კრიზისში და რომელსაც ძირეული ცვლილებები ჰაერივით ესაჭიროება.

სხვა სტატიები