Belive

მანჩესტერი აიაქსის ერთ-ერთ ლიდერში 46 მილიონს იხდის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გასულ სეზონში "აიაქსთან" ერთად ჩატარებული დიდებული სეზონის შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ დავიდ ნერეშს ბევრი მსურველი გამოუჩნდა. ESPN-ის ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება. ცნობილია, რომ ინგლისური გუნდი ნერეშის სანაცვლოდ 46 მილიონ ევროს იხდის. "აიაქსის" ერთ-ერთ ლიდერს ამსტერდამელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. წყაროს თქმით, ჰოლანდიური კლუბი 22 წლის ვინგერის სანაცვლოდ 62 მილიონს ითხოვს, რადგან ხელშეკრულების თანახმად, დავიდის ტრანსფერში მიღებული თანხის 23% ფეხბურთელის ყოფილ გუნდს, "სან პაულოს" ერგება. დავიდ ნერეში "აიაქსში" 2017 წლის იანვარს 12 მილიონად გადავიდა. ბრაზილიელის ანგარიშზე 100 ჩატარებულ მატჩში 29 გოლი და 32 საგოლე გადაცემაა.  

სხვა სტატიები