Belive

მანჩესტერ სიტიმ ახალი ფეხბურთელი დაიმატა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ქალაქელებმა"  ხულიან ალვარესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. როგორც ცნობილია, არგენტინელმა ფეხბურთელმა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მიუხედავად ამისა, თავდამსხმელი წლის ბოლომდე, იჯარის წესით, "რივერ პლეიტში" დარჩება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის ნაწილი ვარ. ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი  ევროპაში  საუკეთესო კლუბებში და ჩემპიონატებში მეთამაშა. ამიტომ აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან სასიხარულოა" - ეს იყო მისი პირველი კომენტარი "სიტიში" გადასვლის შემდეგ.
Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში ხულიანმა გუნდში მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
"მე სხვადასხვა შემტევ პოზიციებზე მითამაშია, თუმცა ჩემი სპეციალობა წინ სივრცეების პოვნაა. გარდა ამისა, ვფიქრობ რომ საკმაოდ კარგი ფინიშერი ვარ. "სიტის" თამაშებს ხშირად ვუყურებ  და ის სტილი, რომლითაც გუნდი თამაშობს ძალიან მომწონს და ვფიქრობ სათამაშო სქემაში კარგად ჩავჯდები."
ალვარესმა გუნდის თავკაცზე, ხოსეპ გვარდიოლაზეც ისაუბრა:
"მე მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა მასთან. ჩვენი პირველი შეხვედრა თებერვალში შედგა, როდესაც ხელმოწერა დადასტურდა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც  წარმატებით წვრთნიდა მსოფლიოში საუკეთესო კლუბებს. მსურს პეპის დიდი გეგმის ნაწილი გავხდე.  ვფიქრობ მასთან ურთიერთობა მომცემს შანსს გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი.
არგენტინელი ფორვარდი გუნდში 19 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.   ეს "ქალაქელებისთვის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მესამე შენაძენი იყო. მათ "ლიდსიდან" კალვინ ფილიფსი, ხოლო "დორტმუნდიდან" ერლინგ ჰოლანდი დაიმატეს.
 

სხვა სტატიები