Belive

მანჩესტერ სიტი რაფაელ ლეაოს 2-ჯერ დიდ ხელფასს სთავაზობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' ,,მილანის'' შემტევის, რაფაელ ლეაოს გადაბირება სურს. ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ,,ქალაქელთა'' წარმომადგენლებმა უკვე ფეხბურთელის მამასთან, რომელიც, ამავდროულად, მისი აგენტიცაა, მოლაპარაკებები დაიწყეს.

,,სიტი'' პორტუგალიელს ხელფასის სახით სეზონში 12 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც ,,მილანში'' მის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე ორჯერ მეტია.

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, ,,როსონერი'' მზადაა, ლეაო 100 მილიონ ევროდ გაუშვას.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,მილანის'' მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 7 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები