Belive

ზედიზედ მესამედ - მანჩესტერ სიტი ინგლისის ჩემპიონია

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის 37-ე ტურში ,,არენალი'' ,,ნოტინგემ ფორესტთან'' სტუმრად 0:1 დამარცხდა.

ლონდონელებს ჩემპიონობის შანსის შესანარჩუნებლად დღეს მოგება ან ფრე სჭირდებოდათ.

შედეგად, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, პრემიერლიგის გამარჯვებული ,,მანჩესტერ სიტი'' გახდა (აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უშუალო კონკურენტთან შედარებით, გვარდიოლას გუნდს ორით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული).

,,ქალაქელებმა'' ინგლისის პრემიერლიგა ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მეშვიდედ მოიგეს.

,,მანჩესტერ სიტი'' მომავალ მატჩს ხვალ, საკუთარ მოედანზე, ლონდონის ,,ჩელსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები