Belive

მანჩესტერ იუნატედში სოლსკიაერის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლე გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ, ახალი მწვრთნელი იპოვა. როგორც ცნობილია, ნორვეგიელ სპეციალისტს "წითელ ეშმაკებში" რალფ რანგნიკი შეცვლის. გამოცდილ გერმანელს ინგლისელებმა 6 თვიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რაზეც რანგნიკისგან თანხმობა მიიღეს. აქვე გეტყვით, რომ მხარეებს ხელშეკრულების გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ. აღსანიშნავა, რომ რალფს მთავარ მწვრთნელად 2019 წლის შემდეგ არ უმუშავია. ის ბოლოს "ლაიფციგში" იყო, რის შემდეგაც, ჯერ ბრაზილიული "ბრაგანტინოს", შემდეგ კი "ზალცბურგისა" და "ლაიფციგის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა. ამჟამად რანგნიკი იგივე პოზიციაზე მოსკოვის "ლოკომოტივში" მუშაობს.    

სხვა სტატიები