Belive

მანჩესტერ იუნაიტედმა მოაგვარა ის პრობლემა, რაზეც რონალდუ გაბრაზებული იყო

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედმა საბოლოოდ მოაგვარა პრობლემა, რომელზეც კრიშტიანუ რონალდუ გაბრაზებული იყო. მანჩესტერულმა გრანდმა კერინგტონის სავარჯიშო კომპლექსის რეკონსტრუქცია დაასრულა (50 მილიონი ფუნტი დაჯდა). სამი წლის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის ობიექტები მკაცრად გააკრიტიკა.

რეკონსტრუქცია, რომელსაც არქიტექტორები Foster + Partners ხელმძღვანელობდნენ, გასულ ზაფხულს დაიწყო და მის დასრულებას ერთი წელი დასჭირდა. ის დაფინანსდა სერ ჯიმ რეტკლიფის 300 მილიონი დოლარის ინვესტიციის ფარგლებში, რომელიც მან 2024 წლის თებერვალში, იუნაიტედის 25%-იანი წილის შეძენისას განახორციელა.

წითელი ეშმაკები ოფიციალურად გადავიდნენ განახლებულ სავარჯიშო ცენტრში, მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში სეზონისწინა ტურნე დაასრულეს. გახსნის ცერემონია 8 აგვისტოს შედგა, სადაც რეტკლიფმა ობიექტის ლენტი რუბენ ამორიმის გუნდის თანდასწრებით გაჭრა.

იუნაიტედი ბოლო წელი ახლადაშენებულ, 10 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ცენტრში ვარჯიშობდა, რომელიც განკუთვნილი იყო ქალთა და აკადემიური გუნდებისთვის.

განცხადებაში კლუბმა განმარტა, რომ კერინგტონის რეკონსტრუქცია დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში დასრულდა. ახლა ის ახალი და გაუმჯობესებული აღჭურვილობითა და ტექნოლოგიებით გამოირჩევა, ფოკუსირებულია ფიტნესზე, კვებაზე, აღდგენასა და გუნდის ერთიანობაზე.

სხვა სტატიები