Belive

მანჩესტერ იუნაიტედმა იუვენტუსთან რაბიოს ტრანსფერი შეათანხმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედი'' და ტურინის ,,იუვენტუსი'' ადრიენ რაბიოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ, ახლა კი ,,წითელი ეშმაკები'' მოლაპარაკებებს უშუალოდ ფეხბურთელთან მართავენ. Manchester Evening News-ის ცნობით, მანჩესტერელები ნახევარმცველში 15 მილიონ ფუნტს გადაიხდიან, რასაც ბონუსების სახით, შესაძლოა, 5 მილიონი დაემატოს. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ამ მომენტისთვის ტრანსფერის ხელისშემშლელი ფაქტორი ფრანგის დედაა, რომელიც ფეხბურთელის აგენტიცაა. რაბიოს ,,იუვენტუსთან'' კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა ტურინული გუნდის მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები