Belive

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა მოურინიოს დასჯას ითხოვს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. ამჯერად, ჟოზე მოურინიო ერიკ კანტონამ გააკრიტიკა. "წითელი ეშმაკების" ლეგენდარული შემტევი მიიჩნევს, რომ მოურინიო დასასჯელია, მის ნაცვლად კი კლუბი პეპ გვარდიოლას უნდა ანდონ. ერიკ კანტონას მტკიცებით, ჟოზე მოურინიო არ არის ის მენეჯერი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" უნდა წვრთნიდეს. "ძალიან ცუდია, თუმცა სეზონი ჯერ კიდევ ახალი დაწყებულია და ნაჩქარევი დასკვნების დადება არ ღირს. "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია და ყოველთვის ასე იქნება. სამწუხაროდ, ბიჭები ძალიან ცუდ ფეხბურთს თამაშობენ, ეს ყველაფერი კი მთავარი მწვრთნელის ბრალია." "მე მომწონს მოურინიო. იგი უდიდესი მწვრთნელია - მაგრამ არა "მანჩესტერ იუნაიტედისათვის". მის ნაცვლად გვარდიოლას ხილვა მსურს "ოლდ ტრაფორდზე", თუმცა ის იმ კლუბში სჩადის სასწაულებს, რომლის დასახელებაც არ შემიძლია", აღნიშნა ერიკ კანტონამ.

სხვა სტატიები