Belive

მანჩესტერ იუნაიტედი ვერნერის დამატებით არის დაინტერესებული

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ხანია კარგ თავდამსხმელს ეძებს. როგორც Sky Germany იუწყება, "წითელმა ეშმაკებმა" თვალი ტიმო ვერნერს დაადგეს და მისი დამატების სურვილი ზამთრის სატრასფერო ფანჯრის დროს აქვთ. როგორც ცნობილია, მანჩესტერელებმა უკვე გამოიკითხეს ცნობები ვერნერის ხელმისაწვდომობის შესახებ, თუმცა ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა და მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

27 წლის ფეხბურთელი "ჩელსის" "ლაიპციგიდან 2020 წლის ივლისში შეუერთდა - 45 მილიონ ფუნტად. მან პრემიერლიგაში 56 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ვერნერი "ლაიპციგს" 2022 წლის აგვისტოში 25.3 მილიონ ფუნტად დაუბრუნდა, პირველ სეზონში 16 გოლი გაიტანა, თუმცა მიმდინარე წელს 13 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი აქვს.

ვერნერი ამ კვირაში სწორედ მანჩესტერში ჩავა, მისი "ლაიპციგი" ეტიჰადზე "მანჩესტერ სიტის" შეხვდება. სატურნირო ცხრილის მიხედვით, თამაშს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში უკვე გასულია. Sky Germany-ის ინფორმაციით, ვერნერს მადრიდის რეალიც აკვირდებოდა, თუმცა მათი ინტერესი გაქრა და ახლა მანჩესტერ იუნაიტედის აქტიურობას უნდა ველოდოთ.

სხვა სტატიები