Belive

მანჩესტერ იუნაიტედი 22 წლის ფორვარდთან მოლაპარაკებებს მართავს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ანტონი მარსიალთან მოლაპარაკებებს მართავენ. 22 წლის ფრანგი ფორვარდი 2015 წელს შეუერთდა წითელ ეშმაკებს. მარსიალში სოლიდური თანხის (£58 მილიონი) გადახდის შემდეგ, იგი ერთ ერთ ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა შემტევად ითვლებოდა, თუმცა ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში მარსიალისთვის ადგილი არ მოიძებნა. არაერთი საფეხბურთო ექსპერტის მტკიცებით, მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის ზღვარზე იყო, მაგრამ პრემიერლიგის გრანდის მესვეურებს კიდევ დიდხანს სურთ მისი ხილვა ოლდ ტრაფორდზე. ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელებს ხანგრძლივი ვადით სურთ მარსიალისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება. განახლებული კონტრაქტის პირობები ჯერ ჯერობით უცნობია.

სხვა სტატიები