Belive

"მან და დიახაბიმ კინაღამ წლის შეცდომა დაუშვეს", - როგორ გამოეხმაურა ესპანური მედია მამარდაშვილის თამაშს?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოპა დელ რეის ნახევარფინალში, "სან მამესზე", ბილბაოს "ატლეტიკმა" "ვალენსიას" უმასპინძლა და ფრე - 1:1 ეთამაშა. ვალენსიელთა ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოხვდა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც საკმაოდ ნორმალური თამაში ჩაატარა, თუმცა ერთ ეპიზოდში კინაღამ, უნებლიე შეცდომის შედეგად მეტოქეს გოლი აჩუქა. ეს მაშინ, მოხდა, როცა ქართველ გოლკიპერს თანაგუნდელმა ბურთი დაუგორა, მან კი ფეხი ააცილა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. სხვა შემთხვევებში, 21 წლის მეკარე კარგი იყო და გამოსვლებზეც დამაჯერებლად თამაშობდა. საინტერესოა, როგორ შეაფასა მისი თამაში ესპანურმა მედიამ.
"დიახაბი და მამარდაშვილი კინაღამ წლის შეცდომის მონაწილეები გახდნენ. დიახაბიმ მამარდაშვილს ბურთი დაუგორა, თუმცა მეკარემ მისი დამორჩილება ვერ შეძლო და კინაღამ კარში აღმოჩნდა. მეკარემ, რომელმაც "სოსიედადის" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, კინაღამ ისეთი შეცდომა დაუშვა, რაც მის გუნდს ძვირად დაუჯდა, თუმცა საბოლოოდ, ბურთი კუთხურზე გადავიდა. თავის მხრივ, შეცდომის მონაწილე დიახაბიც იყო, რომელმაც უხეშად ითამაშა", - წერს .lasprovincias.es-ი.
გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" მთავარი გუნდის შემადგენლობაში უკვე 8 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 3-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა და 8 გოლი გაუშვა.

სხვა სტატიები