Belive

"მამარდაშვილმა შეცვალა მისი და მისი ოჯახის ცხოვრება" - Marca

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარეს სტატია მიუძღვნა, სადაც მის კარიერაზე და ლა ლიგაში გატარებულ ერთ წელზე გვიყვებიან.

გიორგი მამარდაშვილს ერთი წლის იუბილე აქვს. 31 დეკემბერი მას ყოველთვის ემახსოვრება, რადგან სწორედ ამ დღეს შეაბიჯა ევროპულ, ელიტურ ფეხბურთში. ამ შაბათს ერთი წელი შესრულდება, რაც გიორგი მამარდაშვილი უკვე "ვალენსიას" მეკარეა. აღსანიშნავია, რომ ქართველი თავიდან კლუბს იჯარის წესით შეუერთდა. იმის გამო, რომ სილესენმა და დომენეკმა ტრავმები მიიღეს, მას მალევე პირველ გუნდში თამაშის შანსი მალევე მიეცა. მისი მოქმედებებით მალევე მიიპყრო ევოპული საფეხბურთო სამყაროს ყურადღება.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ის "მესტალიაზე" იჯარის წესით ჩავიდა, თუმცა, ბორდალასმა სასტარტო შემადგენლობაში მალევე ათამაშა. მას ტურნირის დასაწყისში მოუწია ვალენსიელთა კარის ჩარჩოს დაცვა. სიმართლე უნდა თქვას, რომ ეს კლუბის და გიორგის მხრიდანაც რისკი იყო. ის ნული გამოცდილებით მოვიდა და ახლა არაჩვეულებრივად გამოიყურება. ამან "ვალენსიას" უბიძგა იმისკენ, რომ მეკარისთვის უკეთესი კონტრაქტი შეეთავაზებინა და ის საკუთარ მფლობელობაში დაეტოვებინა. ეს კი, მისი და მისი ოჯახის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.

მამარდაშვილის შეძენით, რომლის ფასიც მილიონზე ნაკლები იყო, "ვალენსიამ" არაჩვეულებრივი ინვესტიცია განახორციელა.

მაშასადამე, გიორგის ერთი წელი "ვალენსიაში" 31 დეკემბერს შესრულდება, რომელიც "ვილიარეალთან" შეხვედრას ემთხვევა.

სხვა სტატიები