Belive

მამარდაშვილი ობლაკის ნაცვლად - ატლეტიკო მეკარის შემცვლელად ქართველს განიხილავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, მადრიდის "ატლეტიკოს" ინტერსების ქვეშ მოექცა.

მადრიდული გრანდი იან ობლაკის შემცვლელის მოძიებაზე ფიქრობს, რომელიც როგორც ირკვევა კლუბის შეცვლას აპირებს.

დიეგო სიმეონე სლოვენიელი მეკარის სანაცვლოდ საქართველოს ეროვნული გუნდისა და "ვალენსიას" გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის დამატებას განიხილავს.

"იმ შემთხვევაში, თუ 30 წლის მეკარე კლუბს დატოვებს, მაშინ მის შესაცვლელად "ატლეტიკოს" "ვალენსიასთან" ტრანსფერზე მუშაობა მოუწევს და კლუბის ხელმძღვანელები ჯამში 50 მილიონი ევროს დახარჯვასაც უნდა ელოდნენ. ჩოლო სიმეონეს გეგმა "ატლეტიკოს" კარში დიდი მომავლის მქონე 22 წლის მეკარეს განიხილავს, რომელმაც საკუთარ პოზიციაზე თავი უკვე ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესოდ წარმოაჩინა.

იმის გათვალისწინებით, რომ მამარდაშვილის კონტრაქტი "ვალენსიასთან" 2027 წლამდე ძალაშია, ნათელია, რომ "ატლეტიკოს" სერიოზული ფინანსური ინვესტიციის განხორციელება მოუწევს", - წერს donbalon.com-ი.

2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიას” მაისურით 18 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული, 19 გოლი გაშვებული და 4-ჯერ კარი მშრალად შენახული.

სხვა სტატიები