Belive

"მამარდაშვილი მაღალი დონის მეკარეა, რომელიც კარგად შეგვეწყო" - არნე სლოტი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-7 ტურში ლონდონის ჩელსი ლივერპულს უმასპინძლებს. პრინციპული დაპირისპირების წინ, მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი მამარდაშვილის შესახებაც ისაუბრა.

ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მეკარე მოგვყავდა. როდესაც პირველი მატჩი ჩაატარა, კარგი შესაძლებლობა გვქონდა დავკვირვებოდით, რამდენად კარგად მოგვერგო. საუთჰემპტონთან მატჩში დავინახეთ, რომ მამარდაშვილი ჩვენს კლუბს ძალიან კარგად შეეწყო და მაღალი დონის მეკარეა. ახლა ის გააკეთებს იმას, რასაც კელეჰერი აკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში და ალისონს ჩაანაცვლებს. - არნე სლოტი.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულის ბრაზილიელმა კიპერმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე, გალათასარაის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. თავიდან გავრცელდა ცნობები, რომ ალისონი დაახლოებით 3 კვირა ვერ შეძლებდა მოედანზე დაბრუნებას, თუმცა მოვიანებით ჩატარებული კველევებით, სარეაბილიტაციო პერიოდად 6 კვირა განისაზღვრა.

ალისონის ტრავმიდან გამომდინარე, ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს და ქართველ კიპერს ისეთ მნიშნელოვან მეტოქეებთან დაპირისპირება მოუწევს, როგორიცაა: ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტი.

სხვა სტატიები