Belive

"მამარდაშვილი კედელია" - ლა ლიგა ქართველი მეკარის დიდებულ თამაშს გამოეხმაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავ სათამაშო ფორმას ეხმაურება და მის მიერ "ჟირონას" წინააღმდეგ განხორციელებული მოგერიებების კოლაჟს აქვეყნებს.

ვიდეოს, რომელშიც ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, "ჟირონას" წინააღმდეგ მამარდას რჩეული მომენტებია შეკრებილი, ლა ლიგა შემდეგ აღწერას ურთავს: "მამარდაშვილი კედელია".

მიუხედავად "ღამურების" საშინელი სათამაშო ფორმისა და გასავარდნ ზონასთან ქულათა და პოზიციის მინიმალური სხვაობისა, 22 წლის ქართველი მეკარე შესანიშნავ ფორმაშია და რომ არა მისი დიდებული თამაში, "ვალენსიას" ბევრად მეტი გოლი ექნებოდა გაშვებული. მამარდაშვილის კარგი თამაში ყველა ტურნირზე ჩატარებული შეხვედრების ჯამში, ციფრებში შემდეგნაირად აისახება: 24 მატჩი, 28 გაშვებული გოლი და 5-ჯერ მშრალად შენახული კარი.

სხვა სტატიები