Belive

მამარდაშვილი და ვარსკვლავები, რომელთა ფასი 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევროპის წამყვან საკლუბო ჩემპიონატებში მონაწილე ზოგიერთი ვარსკვლავის ფასი რეკორდულად გაიზარდა. ფენომენალური ასპარეზობის შედეგად, ზოგიერთი ფეხბურთელის ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება თითქმის გასამმაგდა.

ერთ-ერთ ნათელ მაგალითს რაფაელ ლეაო წარმოადგენს, რომელიც "მილანის" ლიდერად მოგვევლინა. შესაბამისად, 2022 წელს, ლეაოს სატრანსფერო ღირებულება €85 მილიონამდე გაიზარდა.

ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ ჩამონათვალში გიორგი მამარდაშვილის ხილვა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, რაც მის დამაჯერებელ ასპარეზობაშიც აისახება.

გთავაზობთ სათამაშო პოზიციების მიხედვით, იმ ფეხბურთელებისგან შედგენილ საუკეთესო თერთმეტეულს, რომელთა ღირებულებაც 2022 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა.

მეკარე: მამარდაშვილი - €25 მილიონი ("ვალენსია").

მცველები: კუკურელა - €55 მილიონი ("ჩელსი"), გვარდიოლი - €50 მილიონი ("ლაიპციგი"), კიმი - €35 მილიონი ("ნაპოლი"), დალო - €32 მილიონი ("მანჩესტერ იუნაიტედი").

ნახევარმცველები: გავი - €90 მილიონი (ბარსელონა), ჩუამენი - €90 მილიონი ("რეალი"), მუსიალა - €100 მილიონი ("ბაიერნი"), ფერნანდესი - 55 მილიონი ("ბენფიკა").

თავდამსხმელები: ლეაო - €85 მილიონი ("მილანი"), ანტონი - €75 მილიონი ("მანჩესტერ იუნაიტედი").



შეგახსენებთ, საუკეთესო თერთმეტეულში ვერ მოხვდა, მაგრამ კოლოსალურად გაიზარდა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება. საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა უკვე 60 მილიონ ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები