მალდინი ავარიაში მოყვა - იტალიელის ორგანიზმში ალკოჰოლი და ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს
12 სექტემბერს კალიარიმ ატალანტა სტუმრად 1:2 დაამარცხა გამარჯვების მომტანი გოლი კი დანიელ მალდინიმ გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. რამდენიმე საათის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სადაც თავად მალდინიც მოყვა.
Corriere della Sera-ის ცნობით, დანიელ მალდინის კვლევები ჩაუტარდა და მან არა მხოლოდ ალკოჰოლზე ვერ გაიარა შემოწმება, არამედ ნარკოტიკებზეც, ორივე შემთხვევაში ჩატარებულმა ტესტებმა დადებითი პასუხი აჩვენა.
გავრცელებული ინფორმაციით ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილი საკუთარ Porsche Carrera-ს მართავდა და მანქანაში მასთან ერთად კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ავარიის შედეგად არც მალდინი და არც სხვა მონაწილეები არ დაშავებულან. კვირას მალდინი ფატებნეფრატელის საავადმყოფოდან გაწერეს და ის სახლში დაბრუნდა.
Maldini, l'incidente in Porsche a Milano: l'attaccante del Cagliari positivo ad alcol e stupefacenti https://t.co/RfkefsG7No
— Corriere della Sera (@Corriere) September 14, 2026
ატალანტასთან გასვლითი მატჩის შემდეგ კალიარიმ მას დასვენების უფლება მისცა, მალდინის ვარჯიში დღეს უნდა განეახლებინა.
ამ დროისთვის კალიარის მხრიდან თავდამსხმელის მიმართ რაიმე რეაქცია ან ზომების მიღება არ მომხდარა, ფეხბურთელს დღეს სარდინიაში ელოდებიან, ჯერჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია.