Belive

"მაკგრეგორი სპარინგ-პარტნიორს ეძებს," - ლოჩოშვილს წითელი ბარათის გამო აკრიტიკებენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში "ვოლფსბერგი" შინ "რაპიდთან" 1:8 განადგურდა. მატჩის 23-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო მასპინძელთა ქართველმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა. 22 წლის ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში ძალიან უხეშად ითამაშა, რის შემდეგაც მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა. ლუკა ავსტრიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარკ იანკომ გააკრიტიკა. ის ფიქრობს, რომ ქართველმა წითელი ბარათი დამსახურებულად მიიღო.
"როგორც ვიცი, კონორ მაკგრეგორი ახლა სპარინგ-პარტნიორს ეძებს, რათა შემდეგი ბრძოლისთვის კარგად მოემზადოს. ლოჩოშვილს შეუძლია, რომ ამისთვის განაცხადი შეავსოს," - ამბოს იანკო.

კომენტარი გააკეთა "ვოლფსბერგის" მთავარმა მწვრთნელმა, რომან სტარმაც: "23 თამაშში მე-3 წითელი ბარათი - ეს ბევრ რამეზე მეტყველებს."

იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები