Belive

მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელი: "ამ დღისთვის 3 წელი ვემზადებოდით, თუ საჭიროა მოედანზე მოვკვდებით"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრმა ვისარ მუსლიმ, რომელიც უნგრულ "ფეჰერვარში" ბუდუ ზივზივაძის თანაგუნდელია, საქართველოს ეროვნულ გუნდთან გასამართი ისტორიული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. "პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გუნდი სრულფასოვანი შემადგენლობით შეიკრიბოს, შემდეგ კი უკვე უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის მზადება დავიწყოთ. ჩვენ კარგად ვიცით თუ რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამ მომენტს თითქმის სამი წლის განმავლობაში ველოდებოდით.  შემიძლია გითხრათ, რომ თუ საჭირო იქნება, მოედანზე მოვკვდებით, ოღონდაც ჩვენი ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიყვანოთ. ჩვენ უკვე ორჯერ ვითამაშეთ საქართველოს ნაკრებთან და ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევა იქნება. ვიცით, რომ რთული მატჩი გველის, მაგრამ საამისოდ კარგად მომზადებულები ვართ", - თქვა ვისარ მუსლიმ.

სხვა სტატიები