Belive

მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი: "ფინალის გახსენება აღარ მსურს, საქართველოს ნაკრები ახალი გუნდია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. სკოპიეში გასამართი შეხვედრისთვის ეროვნული გუნდი უკვე მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქში ემზადება. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოია მილევსკიმ, კომენტარი გააკეთა და Live.ge-ს შეკითხვასაც უპასუხა.
"ჩვენ ვუყურეთ საქართველოს ნაკრების თამაშს როგორც ბულგარეთთან ისე წინა შეხვედრებში. მათ კარგი გუნდი ჰყავთ და ძლიერი შეხვედრები ჩაატარეს. ფინალის გახსენება აღარ მსურს, დღეს ორივე გუნდი შეცვლილია - როგორც ჩრდ. მაკედონიის, ისე საქართველოს ნაკრები. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ინდივდიუალისტები დიდ როლს ასრულებენ კონკრეტულ მატჩებში, თუმცა მთავარი გუნდურობაა და სწორედ ეს ფაქტორი იქნება განმსაზღვრელი ხვალინდელ შეხვედრაშიც. ჩემი გუნდის თამაშით, იმით თუ როგორ დავიწყეთ გამოსვლა ამ შესარჩევ ციკლში კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, ხვალინდელ შეხვედრასაც კარგად ჩავატარებთ. საქართველოს ნაკრები ახალი გუნდია, ახალი მწვრთნელით, ფეხბურთელებით და ფილოსოფიით და გავიმეორებ, რომ ხვალინდელ შეხვერდას არანაირი კავშირი აქვს იმასთან, თუ რა მოხდა წარსულში. ჩვენ ყველა მატჩისთვის 100%-ით ვემზადებით და კონცენტრირებულნი საკუთარ თავზე ვართ. ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან - 5:2 იმარჯვა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ატარებს. ვინაიდან ყველა მატჩი ახალი ისტორიაა და ყველაფერი თავიდან იწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კოვიდრეგულაციების გამო ტრიბუნაზე გულშემატკივარი სრული დასწრებით ბუნდება", - თქვა ბლაგოია მილევსკიმ.
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები