Belive

მაკედონიელი ნახევარმცველი: "საქართველოსთან აგრესიულად ვითამაშებთ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.

მაკედონიის ეროვნული ნაკრებისა და "ჰაიდუკ სპლიტის" 22 წლის ნახევარმცველმა - ჯანი ათანასოვმა, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ფეხბურთელებმა რომელთაც თამაშის საშუალება გვექნება, მწვრთნელის იდეების ასასრულებლად ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ, რადგან სამი ქულის მოსაპოვებლად საკმარისად აგრესიულები და ხისტები უნდა ვიყოთ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში გამოვავლენთ აგრესიულობას და სამი ქულის მოპოვების სურვილს. ჩვენ ახალგაზრდა, მოტივირებული და მოწადინებული ნაკრები ვართ და იმედია ამას მოედანზე გამოვაჩენთ“.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი სულ მცირე ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

სხვა სტატიები