Belive

მაკედონიელები თბილისში 2 ლიდერის გარეშე ჩამოდიან

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ მაკედონიელები თბილისში 2 ლიდერის გარეშე ჩამოდიან. ნაკრებს "ზაგრების დინამოს" ორი ლიდერი, ნახევარმცველი - არიან ადემი და მცველი - სტეფან რისტოვსკი დააკლდებათ.

ადემიმ გასულ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მილანის" წინააღმდეგ ზურგის ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი ნაკრების შეკრებაზე ვერ წავიდა. რისტოვსკიმ კი ხორვატიის ჩემპიონატში "ზაგრების ლოკომოტივთან" თამაშის მიმდინარეობისას კუნთი გაიჭიმა, რის გამოც ნაკრებს გამოაკლდა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი სულ მცირე ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

სხვა სტატიები