Belive

მაკ ალისტერი: ,,მესის პრემიერლიგაში რომ ეთამაშა, უდავოდ საუკეთესო იქნებოდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბრაიტონის'' ნახევარმცველმა, ალექსის მაკ ალისტერმა, ლეო მესიზე ისაუბრა:

,,მესის პრემიერლიგაში რომ ეთამაშა, ის უდავოდ საუკეთესო იქნებოდა. არა მგონია, რომ ეს ლიგა მისთვის რთული იყოს... მან მსოფლიო ჩემპიონატზე, ურთულეს ტურნირზე, ყველას აჩვენა რამდენად კარგი და მნიშვნელოვანია გუნდისთვის.

არგენტინაში მისი მადლობლები ვართ და ვამაყობთ, რადგან ვიცით, რომ მსოფლო ჩემპიონები მისი წყალობით გავხდით,'' - მაკ ალისტერის სიტყვებს Daily Mail-ი ციტირებს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მუნდიალზე 7 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები