Belive

მაიკლ კერიკი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად მაიკლ კერიკი დასახელდა.

44 წლის სპეციალისტმა იანვრის შუაში მანჩესტერ იუნაიტედი ჩაიბარა და გუნდის შედეგები რადიკალურად გააუმჯობესა. მისი მისვლის შემდეგ გუნდმა ზედიზედ 4 მატჩი მოიგო და მეხუთეში, ვესტ ჰემთან ფრედ ითამაშა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პერიოდში იუნაიტედმა პრემიერ ლიგის ლიდერებს, არსენალს და მანჩესტერ სიტის აჯობა.

გულშემატკივრებისა და ექპერტების გამოკითხვაში მაიკლ კერიკმა შონ დაიჩს (ნოტინგემ ფორესტი), ანდონი ირაოლას (ბორნმუთი) და ლიამ როსენიორს (ლონდონის ჩელსი) აჯობა.

საინტერესოა, რომ ისტორიაში ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როცა დროებითი მწვრთნელი საუკეთესოდ დასახელდა, აქამდე ამის გაკეთება ოლე გუნარ სოლსკიაერმა შეძლო.

მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პრემიერ ლიგაში 26 ტურის შემდეგ მეოთხე პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.

სხვა სტატიები