Belive

მაიკლ ბი ჯორდანი საფეხბურთო კლუბ ბორნმუთის თანამფლობელი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამერიკელი მსახიობი მაიკლ ბი ჯორდანი პრემიერ ლიგის კლუბ "ბორნმუთის" ახალ მფლობელთა ჯგუფშია. სამშაბათს კლუბმა განაცხადა, რომ მილიარდერმა ბილ ფოლმა ოფიციალურად შეიძინა გუნდი. ამავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი მსახიობი "ბორნმუთის" წილს ფლობს. ჯერჯერობით, თავად ჯორდანს, ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.

წელს "ბორნმუთი" ჩემპიონშიპიდან აღზევდა და პრემიერ ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამჟამად "ალუბლები" ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მე-14 ადგილს იკავებენ.

საინტერესოა, რომ "ბორნმუთის" მოედანი პრემიერ ლიგაში ყველაზე პატარაა. "ვითალითი სთეიდიუმი" სულ რაღაც 11, 364 მაყურებელს იტევს.

სხვა სტატიები