Belive

მადრიდის რეალმა უკრაინისთვის 1 მილიონი ევრო გაიღო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალმა" უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის 1 მილიონი ევრო გამოყო. "სამეფო კლუბი" ამ თანხას უკრაინელ დევნილებს გადასცემს, რომლებსაც თავიანთი საცხოვრებლის დატოვებს რუსული აგრესიის შედეგად მოუწიათ. აღნიშნული შემოწირულობა ადრესატებს 5 მარტს, "ბლანკოსების" მიერ დაფუძნებული ფონდის, "ყველა უკრაინასთან ერთად" მეშვეობით მიეწოდებათ. ასევე, ესპანური კლუბი იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორიცაა წითელი ჯვარი და UNHCR  და ამ თანხით უზრუნველყოფენ იმ უკრაინელ ხალხს, რომლებიც ომის შედეგად ტოვებენ ქვეყანას. კლუბმა ასევე განაცხადა, რომ ფონდი არსებობას და უკრაინელი ხალხისთვის დახმარებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

სხვა სტატიები