Belive

მადრიდის რეალი პსჟ-სთან საპასუხო მატჩს სერიოზული დანაკლისით შეხვდება 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენმა” მადრიდის “რეალი” საშინაო კედლებში – 1:0 დაამარცხა. გარდა მარცხისა,"სამეფო კლუბისთვის" აღნიშნულ მატჩში კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. "ბლანკოსებმა" საპასუხო მატჩისთვის გუნდის მთავარი საყრდენი ნახევარმცველი, კაზემირო დაკარგეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მატჩის პირველ ტაიმში, იტალიელი მარკო ვერატის წინააღმდეგ ორთაბრძოლისას, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო, რაც დისკვალიფიკაციად დაუჯდა. 29 წლის ფეხბურთელი მადრიდში გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. პარიზული შეხვედრის ერთადერთი გოლი 94-ე წუთზე კილიან მბაპემ, ნეიმარის პასის შემდეგ, ეფექტური გარღვევის შედეგად გაიტანა. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 10 მარტს, მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები