Belive

მადრიდის ატლეტიკოს უარი მანჩესტერ იუნაიტედს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანური გამოცემა AS ირწმუნება, რომ "იუნაიტედმა" პორტუგალიელი ჟოაუ ფელიქსის სანაცვლოდ "ატლეტიკოს" დიდი თანხა შესთავაზა, თუმცა, დედაქალაქურმა კლუბმა ინგლისელები უარით გაისტუმრა. ვინაიდან კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ერიკ ტენ ჰაგს სურს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი ფორვარდი შეიძინოს. ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჟოაუ ფელიქსისთვის 130 მილიონი ევროს შეთავაზება ჰქონდა, რომელიც მადრიდის "ატლეტიკომ" უარყო. მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ჟოაუზე დიდ იმედებს ამყარებს და მასზე სამომავლო გეგმებსაც აწყობს. აქედან გამომდინარე, გუნდი პორტუგალიელი ფეხბურთელის გაყიდვაზე თავს იკავებს. შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი კლუბს "ბენფიკადან" 2019 წელს, 126 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, რის შემდეგაც ფელიქსი ფეხბურთის ისტორიაში მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. ჟოაუს მადრიდული კლუბის მაისურით 112 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 29 გოლის გატანა შეძლო. მან ასევე, ლა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის მოგებაც შეძლო.
3246338-66444028-2560-1440
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფელიქსი პრემიერლიგის გუნდს დაუკავშირეს. რამდენიმე ხნის წინ მის მომავალს "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტისაც" უკავშირებდნენ, მაგრამ ინგლისში გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პორტუგალიელი ფეხბურთელი "ატლეტიკოში" თავს კარგად გრძნობს.

სხვა სტატიები