Belive

ლუკაკუს პასუხი რასიზმს: "პროგრესის ნაცვლად, ჩვენ უკან მივდივართ..."

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სერია ა-ს გასულ ტურში, “კალიარის” გულშემატკივრებმა რომელუ ლუკაკუს რასისტული შეძახილებით შეურაცხყოფა მიაყენეს. ინცინდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბელგიელი ფეხბურთელი პენალტის დარტყმისთვის ემზადებოდა. ლუკაკუმ თერთმეტმეტრიანის რეალიზება შეძლო, რის შემდეგაც სარდინიული გუნდის ქომაგებმა რასისტული შეძახილები ბელგიელის მიმართ კვლავ გააგრძელეს. საპასუხოდ, ბელგიელმა ფეხბურთელმა Instagram-ის საშუალებით მიმართვა გაავრცელა:
გასულ თვეში რასისტული შევიწროების ობიექტი არაერთი ფეხბურთელი გახდა... მსგავსი რამ გუშინ მეც თავს გადამხდა. ფეხბურთი არის თამაში, რომლითაც სიამოვნება ყველამ უნდა მიიღოს. დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას ფეხბურთში არაფერი ესაქმება, ეს უბრალოდ სპორტის სირცხვილია. იმედი მაქვს, რომ საფეხბურთო ფედერაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმაზე სათანადო რეაგირებას მოახდენენ. სოციალური მედიის პლატფორმებმა (ინსტაგრამი, ტვიტერი, ფეისბუქი...) საფეხბურთო გუნდებთან ერთად, უფრო კარგად უნდა იმუშავონ, რადგან ყოველდღე ვხედავთ რასისტულ კომენტარებს იმ პოსტების ქვეშ, სადაც ფერადკანიანი ადამიანია გამოსახული.ამაზე საუბარი წლების განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ კვლავ არაფერი კეთდება... ბატონებო და ქალბატონებო, 2019 წელია და პროგრესის ნაცვლად, ჩვენ უკან მივდივართ. ვფიქრობ რომ ფეხბურთელები უნდა გავერთიანდეთ და ამ საკითხთან დაკავშირებით და განცხადებები გავაკეთოთ, რათა ფეხბურთი ყველასთვის კვლავ სუფთა და სასიამოვნო სპორტად დარჩეს.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Romelu Lukaku (@romelulukaku) on

აღნიშნულ თემას გამოეხმაურა ლუკაკუს თანაგუნდელი, მილან შკრინიარი, რომელიც "კალიარის" გულშემატკივარს სტადიონიდან მოუწოდებდა, რომ ლუკაკუს დამცირება შეეწყვიტათ: "სტადიონზე გავიგონე ისეთი რამ, რასაც ფეხბურთში არაფერი ესაქმება. ასე რომ, "კალიარის" ქომაგებს ვუთხარი, რომ მოეკეტათ," განაცხადა შკრინიარმა თამაშის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო

სხვა სტატიები