Belive

ლუკაკუს ნაპოლის ფეხბურთელებმა დასცინეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "ინტერისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგა. მილანში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით (1:0) დასრულდა, რის შედეგადაც სერია A-ში ნეაპოლელთა წაუგებელი სერია შეწყდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში, "ინტერის" შემტევმა - რომელუ ლუკაკუმ ბურთის დამორჩილება და პასის გაკეთება ვერ შეძლო. შეიძლება ითქვას, რომ ლუკაკუმ კატასტროფულად იმოქმედა, რასაც "ნაპოლის" სათადარიგო სკამზე მსხდომი ფეხბურთელებისგან შესაბამისი რეაქცია მოჰყვა.

სათადარიგოთა სკამზე მსხდომმა ფეხბურთელებმა ლუკაკუს დასცინეს. ბელგიელი შემტევი არც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა დაინდეს, რომელთაც ლუკაკუს მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარები არ დაიშურეს.

სხვა სტატიები