Belive

ლუკაკუ: "ბარსელონა სულ სხვა დონეზეა"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს შეფასებით, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში (0:1) თავისი მაქსიმუმი არ უჩვენებია. პირველ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, "იუნაიტედმა" "პარი სენ-ჟერმენთან" განმეორებითი მატჩში შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა (1:3), თუმცა ბელგიელი შემტევის თქმით, ანალოგიურის გაკეთება კატალონიელებთან ძალიან რთული იქნება.

ლუკაკუ ბარსელონასთან შეხვედრის შესახებ

"ბარსელონა" სულ სხვა დონის გუნდია. ევროპაში 4 საუკეთესო გუნდი თამაშობს, ესენია: "ბარსელონა," "რეალი," "იუვენტუსი" და "ბაიერნი." ჩვენი სურვილია, საუკეთესო გუნდებს შორის შევდიოდეთ და ამისათვის რაც შეიძლება ნაკლები შეცდომის დაშვება და კარგი ფეხბურთის თამაშია საჭირო. "ბარსელონა" საჯარიმოში ზონებს ხშირად ათავისუფლებს, ამიტომაც სწორედ ამ არეალშია საჭირო ბურთის ჩაწოდება და შანსის გამოყენება. ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული - მან უნდა გვითხრას, თუ როდის უნდა წავიდეთ წინ და როდის არ გავრისკოთ. პარიზელების დაძლევამ ჩვენ თავდაჯერებულობა შეგვმატა, თუმცა წინ "ბარსელონა" გველოდება.

.

ლუკაკუ რთული ბავშვობის შესახებ

მამაჩემი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ პრობლემები დაიწყო. ჩვენ მუდმივად ვიცვლიდით საცხოვრებელ ადგილს და არ ვიცოდით, რა გველოდებოდა მეორე დღეს. მე და დედაჩემი ანდერლეხტის ბაზარში მივდიოდით და თუკი ბოსტნეული დახლიდან გადმოვარდებოდა, დედაჩემი მას იღებდა და სახლში მოჰქონდა. ამიტომაც, ბავშვობასთან გამოთხოვება ძალიან მალე მომიწია და ზუსტად ვიცოდი, რისი გაკეთებაც მსურდა: ფეხბურთი უნდა მეთამაშა. მე და ჩემმა ძმამ (ჯორდან ლუკაკუ) ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რომ დიდი ფეხბურთი გვეთამაშა.

ლუკაკუ ოლე გუნარ სოლსკიაერის შესახებ

მას ყოველთვის მაქსიმუმის მიღწევა სურს. როდესაც შენი მწვრთნელი უმაღლესი დონის თავდამსხმელია, თითოეულ ვარჯიშზე რაღაც ახლის სწავლა შეიძლება - ეს შეიძლება იყოს შეტევის დაგვირგვინება, პოზიციის ზუსტად შერჩევა და ა.შ. ჩვენთვის მთავარი გამარჯვებაა და არა სანახაობრივი თამაშის თამაში და სოლსკიაერი სწორედ გამარჯვებისკენ მიგვიძღვება.
 

სხვა სტატიები