რამდენიმე წუთის წინ, ლუკა ზარანდიამ პოლონეთის ჩემპიონატში ლაშა დვალის "პოგონს" გაუტანა.
ლუკამ მატჩის 35-ე წუთზე გამოიჩინა თავი და "არკა გდინია" წინ ანგარიშით 2:1 გაიყვანა. ტაიმის მიწურულს ზარანდიამ ყვითელი ბარათიც მიიღო.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლუკასთვის ეს გოლი ამ სეზონში მეორეა.