Belive

ლუკა მოდრიჩს კარიერის დასრულება რეალში სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბლანკოსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუკა მოდრიჩმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამეფო კლუბში დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. უკანასკნელი წლების მანძილზე, ხორვატი ნახევარმცველი "სამეფო კლუბის" წარმატების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და მადრიდელთა წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 35-წლის მოდრიჩმა, ყველა ტურნირზე "რეალის" მაისური 300-ზე მეტ შეხვედრაში მოირგო - ორჯერ გახდა ლა ლიგის გამარჯვებული და ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი. "რა თქმა უნდა "რეალში" დარჩენა მსურს, მაგრამ ეს კლუბის მესვეურების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში და მსურს კარიერა "რეალში" დავასრულო. მადრიდი ჩემი სახლია, მინდა დავრჩე და კლუბს წარმატების მიღწევაში კვლავ დავეხმარო", - აღნიშნა ლუკა მოდრიჩმა.

სხვა სტატიები