Belive

ლუკა მოდრიჩი: "მადლობა არგენტინელ გულშემატკივარს დაფასებისთვის..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისთვის დიდებული გამოვიდა. C ჯგუფის გახსნითი ტურის შეხვედრაში ფავორიტად აღიარებული არგენტინის ნაკრების საუდის არაბეთთან სენსაციური მარცხის შემდეგ, ლიონელ მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე მიაღწიეს.

ასევე დიდებული მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშესა და ვიცე-ჩემპიონს - ლუკა მოდრიჩს.

37 წლის კაპიტანმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარ კლუბთან ერთად 1/2-ფინალში ითამაშა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის ითამაშებს.

ლუკა მოდრიჩმა არგენტინასთან მარცხის შემდეგ არგენტინელ გულშემატკივარს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.

"გუშინ ვნახე, რომ არგენტინელმა გულშემატკივრებმა ტაში დამიკრეს და დამაფასეს, ეს ძალიან სასიამოვნო იყო და შთაბეჭდილებები ვერ დავმალე, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მარცხი განვიცადეთ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო დაფასებისთვისა და იმისათვის, რომ მოედანზე ასეთი საოცარი ატმოსფერო შეჰქმნეს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ლეო მესის დიდებული მსოფლიო ჩემპიონატი აქვს და მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს საოცნებო ტიტულამდე. 2022 წლის მუნდიალზე მან განამტკიცა საკუთარი სიდიადე".

სხვა სტატიები