ლუკა ლოჩოშვილს FIFA Fair Play-ს ჯილდო გადაეცა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფიფას დაჯილდოებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,კრემონეზეს” მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, ვენის ,,აუსტრიას” ფეხბურთელის – გეორგ ტაიგლის გადარჩენისთვის დააჯილდოვეს.
ტაიგლმა მძიმე დაზიანება ,,ვოლფსბერგერისა” (ლოჩოშვილის ყოფილი გუნდი) და ,,აუსტრიას” მატჩის მიწურულს მიიღო. ავსტრიელს პირველადი დახმარება სწორედ ლოჩოშვილმა აღმოუჩინა.
ლუკა ლოჩოშვილი ზაფხულში ,,ვოლფსბერგერიდან” ,,კრემონეზეში” გადავიდა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში 15 მატჩი აქვს ჩატარებული.
Luka Lochoshvili has received The FIFA Fair Play Award 👏 pic.twitter.com/KZ4U8C504b
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) February 27, 2023