Belive

ლუკა ლოჩოშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | KICKER

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანულმა გამოცემა Kicker-მა 33-ე ტურის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, სადაც ლუკა ლოჩოშვილიც მოხვდა. ქართველ მცველს შალკესთან შესანიშნავად ჩატარებული შეხვედრა, რომელიც ნიურნბერგმა 3:0 მოიგო დაუფასდა და სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

ლუკა ლოჩოშვილს შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება ჰქონდა, სრულად გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: რონ-ტორბენ ჰოფმანი (ბრაუნშვაიგი)

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი), ნოაჰ ლოოსლი (ბოხუმი), ფაბიო გრუბერი (ნიურნბერგი)

ნახევარმცველები: კენეტ ეიხჰორნი (ჰერტა), ფლორიან ფლიკი (ბრაუნშვაიგი), ფაბიო კაუფმანი (ბრაუნშვაიგი), ბარის ატიკი (მაგდებურგი), სოტირის ალექსანდროპულოსი (დიუსელდორფი)

თავდამსხმელები: ჩედრიკ ითენი (დიუსელდორფი), მუჰამედ ალი ზომა (ნიურნბერგი)

View this post on Instagram

A post shared by 1. FC Nürnberg (@1_fc_nuernberg)

ლუკა ლოჩოშვილს მიმდინარე სეზონის 33 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რა დროშიც 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნიურნბერგი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 45 ქულით მე-8 პოზიციაზეა (12 მოგება, 9 ფრე, 12 მარცხი). მომდევნო და სეზონის ბოლო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 17 მაისს ჰანოვერის წინააღმდეგ გამართავს.