ლუკა ლოჩოშვილი ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა | Kicker
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის 27-ე ტურის შეხვედრაში ნიურნბერგმა კაიზერსლაუტერნი 3:0 დაამარცხა. ლუკა ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა, ქართველმა ჯერ მე-2 წუთზე გაიტანა, ხოლო შემდეგ 84-ზე.
ქართველ ფეხბურთელს მატჩში საუკეთესო შეფასება ჰქონდა და kicker-ის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
სრულად საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: ნაჰუელ ნოლი (ჰანოვერი)
მცველები: მაიკ ნავროცკი (ჰანოვერი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი), ფელიქს გიოტცე (პადერბორნი)
ნახევარმცველები: ჰიროკი აკიამა (დარმშტადტი), მარვინ ვანიცეკი (კარლსრუე), იოსიფ ბრეკალო (ჰერტა), ფაბიან რიისე (ჰერტა), ლუკას პეტკოვი (ელფსბერგი)
თავდამსხმელები: სტეფან ტიგესი (პადერბორნი), მატეუშ ზუკოვსკი (მაგდებურგი)
ნიურნბერგი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 36 ქულით მე-9 პოზიციაზეა (10 მოგება, 6 ფრე, 11 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 5 აპრილს ბრაუნშვაიგის წინააღმდეგ გამართავს.
ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა.