ლუკა იოვიჩს სერბეთის პროკურატურაში დაკითხავენ
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იოვიჩის საქციელი საჯაროდ გააკრიტიკა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა: "ჩემი აზრით, იოვიჩი საქციელს უკვე ნანობს, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ადამიანების სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მილიონები," განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.გარდა იოვიჩისა, რამდენიმე დღის წინ, სერბეთის სამართალდამცავებმა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ალექსანდრ პრიიოვიჩო დააკავეს, რომელიც კომენდანტის საათის დროს, მეგობრებთან ერთად ბელგრადში მდებარე სასტუმროს რესტორანში იჯდა და ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდა.