Belive

ლუკა გადრანი იერუსალიმის ბეითართან ერთად ისრაელის თასის გამარჯვებულია

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუკა გადრანი იერუსალიმის ბეითართან ერთად ისრაელის თასის გამარჯვებული გახდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ფინალში თელ ავივის ჰაპოელი 1:2 დაამარცხა. გადრანმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველი მცველისთვის ეს ტიტული ბოლო 1 კვირაში მეორეა, რადგან მანამდე ალმაატის კაირატში ასპარეზობდა და ყაზახურმა გუნდმაც იზეიმა ქვეყნის ჩემპიონობა, იქ კი ლუკამ თითქმის სრული სეზონი ითამაშა და რა თქმა უნდა კაირატის გაჩემპიონებაში წვლილი მასაც მიუძღვის.

ქართველი მცველი ისრაელის გუნდში დაახლოებით 1 თვის წინ გადავიდა, მან ყველა ტურნირის ეგიდით 6 შეხვედრაში უკვე მიიღო მონაწილეობა და აქტივში 1 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.

View this post on Instagram

A post shared by Beitar Jerusalem F.C Official (@fcbeitar)