Belive

ლუკ ჰოლცი: "ქართველი გულშემატკივარი ჩინებული იყო"

2 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გადაჭედილ ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე (51,404) ლუქსემბურგს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანეს მატჩში, მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში, რომელში გამარჯვების შედეგადაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, 2 გოლის გატანა ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ბუდუ ზივზივაძემ მოახერხა.

მატჩის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ლუქსემბურგის ნაკრების მიერ გატანილი გოლის გაუქმება გახლდათ - ლუქსემბურგს არამარტო გატანილი გოლი გაუუქმეს, არამედ ლუკ ჰოლცის ნაკრებს შეხვედრის 10 კაცით გაგრძელებაც მოუწია. მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო ლუქსემბურგის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც მიიჩნევდა, რომ მატჩის ბედი სწორედ მთავარმა მსაჯმა გადაწყვიტა.

ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, თუმცა არ მესმის, თუ რის საფუძველზე იმოქმედა მსაჯმა გადამწყვეტ მომენტში. გიორგი მიქაუტაძე ჩვენს ფეხბურთელს ექაჩებოდა, შემდეგ კი თამაში გაგრძელდა, გოლიც გავიტანეთ. მსაჯმა სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა მან.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, ჰოლცი აღნიშნავდა, რომ ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო მისი გუნდისთვის არა წნეხის, არამედ მოტივაციის მომტანი გახდებოდა. გერმანელმა სპეციალისტმა ამ თემასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებულად ჩინებული იყო. პირველ ტაიმში იგრძნობოდა, რომ მათი ფაქტორი ჩვენს მოთამაშეებს წნეხის ქვეშ აქცევდა, თუმცა მეორე ტაიმში, მსაჯის გაუგებარ გადაწყვეტილებამდე, უკეთესად ვთამაშობდით".

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შეფასებით, მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არავის უნდა ჰქონდეს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეტენზია.

ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნების შესახებაც გააკეთა განცხადება. მისი. თქმით, "ნაპოლის" შემტევი ფინალურ შეხვედრას აუცილებლად ითამაშებს და მოგებული მატჩის ფონზე, მას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

პირველ რიგში, დავაკვირდები, თუ როგორ მოახერხებენ მოთამაშეები მატჩის შემდეგ აღდგენას. რთული გადაწყვეტილებების მიღება მომიწევს. ზივზივაძემ ორი გოლი გაიტანა, თუმცა, ასევე, მიქაუტაძემ დიდი შრომა გასწია და მისი თამაშითაც კმაყოფილი ვარ. ფინალური მატჩის სკამიდან დაწყება შეიძლება ორივე მათგანისთვის რთული იყოს, მაგრამ როგორც აღვნიშნე, მთავარი სწორი ტაქტიკის შერჩევაა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის საკითხი 26 მარტს, 26 მარტს დინამო არენაზე გაირკვევა, სადაც საქართველო საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს.