ლუის ენრიკემ პსჟ-ში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ლე ავრი სტუმრად 1:5 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრა ლუის ენრიკესთვის ისტორიული გამოდგა, მისთვის პარიზულ კლუბში ყველა ტურნირის ეგიდით ეს 127-ე გამარჯვებაა, რაც კლუბის ისტორიაში ახალი რეკორდია.
ლუის ენრიკემ ლე ავრთან გამარჯვებით ლორან ბლანს გადაუსწრო. მას მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებულ 188 მატჩში შთამბეჭდავი შედეგი აქვს: 127 გამარჯვება და მხოლოდ 27 მარცხი (გამარჯვების მაჩვენებელი - 67,6%, საშუალოდ 2,21 ქულა თამაშში). მისი ხელმძღვანელობით პარი სენ-ჟერმენმა 457 გოლი გაიტანა, რაც თითო მატჩში საშუალოდ 2,4 გოლს შეადგენს.
პარი სენ-ჟერმენის TOP 4 საუკეთესო მწვრთნელი მოგებათა მაჩვენებლით:
ლუის ენრიკე - 127 გამარჯვება
ლორან ბლანი - 126 გამარჯვება
ლუის ფერნანდესი - 125 გამარჯვება
ჟორჟ პეიროში - 100 გამარჯვება
Luis Enrique devient l’entraîneur comptant le plus de victoires à la tête du Paris Saint-Germain ! 👏❤️💙 pic.twitter.com/JDlvPnTVZ5
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) October 30, 2026