Belive

ლუის ენრიკემ განმარტა, რატომ არ ითამაშა რამოსმა საქართველოსთან

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოსთან შეხვედრაში ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის - სერხიო რამოსის არყოფნა ტრავმით არ ყოფილა გამოწვეული. მატჩის შემდეგ ,,ფურია როხას'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო:
,,სერხიო შესანიშნავ მდგომარეობაშია და მისი არყოფნა ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. ვიცი, მიუხედავად იმისა როგორ მოვიქცევი,მაინც ურთიერთსაპირისპირო შეფასებებს მივიღებ, არ აქვს მნიშვნელობა, რამოსს 5 წუთს ვათამაშებ, 90 წუთს თუ საერთოდ არ გამოვიყვან მოედანზე. ამას მივეჩვიე და უკვე არაფერი აღარ მიკვირს. დებატებისთვის მზად ვარ,'' - ლუის ენრიკეს სიტყვებს Marca ციტირებს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან 1-2 დამარცხდა. ესპანელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს.

სხვა სტატიები