Belive

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ერთა ლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრებში, ესპანეთის ნაკრები ინგლისს და ხორვატიას დაუპირისპირდება. ესპანელთა თავკაცმა, ლუის ენრიკემ გადახალისებული შემადგენლობა დაასახელა. ფურია როჰას განაცხადში, ჩელსის ოთხი ესპანელი ლეგიონერიც მოხვდა. ინგლისის პრემიერლიგის სასტარტო ტურებში, მარკოს ალონსომ და ალვარო მორატამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს. ესპანელმა ლეგიონერებმა, განსაკუთრებით "არსენალის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიბრწყინეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სანაკრებო შეკრებაზე ორივე მათგანი გამოიძახა. ესპანეთის ნაკრების შემადგენობა, ინგლისის და ხორვატიის წინააღმდეგ გასამართ მატჩებში. მეკარეები: დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კეპა ("ჩელსი"), პაუ ლოპესი ("ბეტისი"). მცველები: დანი კარვახალი (მადრიდის "რეალი"), სეზარ ასპილიკუეტა ("ჩელსი"), რაულ ალბიოლი ("ნაპოლი"), ნაჩო (მადრიდის "რეალი"), სერხიო რამოსი (მადრიდის "რეალი"), დიეგო ლორენტე ("რეალ სოსიედადი"), ინიგო მარტინესი (ბილბაოს "ათლეტიკი"), გაია ("ვალენსია"), მარკოს ალონსო ("ჩელსი"). ნახევარმცველები: ბუსკეტსი ("ბარსელონა"), სერხი რობერტო ("ბარსელონა"), როდრი (მადრიდის "ატლეტიკო"), საულ ნიგესი (მადრიდის "ატლეტიკო"), ტიაგო ალკანტარა ("ბაიერნი"), დანი სებალიოსი (მადრიდის "რეალი"), ისკო (მადრიდის "რეალი"). თავდამსხმელები: მარკო ასენსიო (მადრიდის "რეალი"), ალვარო მორატა ("ჩელსი"), დიეგო კოშტა (მადრიდის "ატლეტიკო"), სუსო ("მილანი"), როდრიგო ("ვალენსია").

სხვა სტატიები