Belive

ლუის ენრიკე: "იოლ გამარჯვებას არ ველოდები, თუმცა დინამო არენასთან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, საქართველოსთან გასამართი, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის წინ, "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში, ქართველი და ესპანელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"საქართველოს შესახებ განსაკუთრებით ბევრ ინფორმაციას არ ვფლობთ. მათ ბოლო მატჩს ვუყურეთ და ვნახეთ, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა.  წინა ტურში გამარჯვება ვერც საქართველომ მოახერხა და ვერც ჩვენ, ასე რომ, ხვალინდელ შეხვედრას ორივე გუნდი თანაბარი ფსიქოლოგიური განწყობით ვხვდებით.  საქართველოში აქამდეც ვყოფილვარ და "ბარსელონასთან" ერთად სუპერთასის მოგება მოვახერხეთ, შესაბამისად, ამ სტადიონთან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. კარგია, რომ ნელ-ნელა ტრიბუნაზე გულშემატკივარი ბრუნდება. უკრაინაში 6 ათასი ქომაგის თანდასწრებით ვითამაშეთ, ახლა 16 000-მდე გულშემატკივრის წინაშე მოგვიწევს მოედანზე გამოსვლა.  წინა შეხვედრაში ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩემს კარიერაში, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო სათამაშო კომპონენტების გათვალისწინებით. ხვალინდელ შეხვედრაში ტაქტიკურად რამდენიმე ცვლილება გვექნება. საქართველოსთან მატჩში გამარჯვება მარტივი არ იქნება. იოლ შეხვედრას არ უნდა ველოდოთ. მეტოქე სავარაუდოდ მეორე ნომრად ითამაშებს, ასეთ შეხვედრებში კი მოგება ჭირს", - თქვა 50 წლის სპეციალისტმა.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 28 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები